საქართველოს აქვს ლიეტუვის მხარდაჭერა – გაბრიელიუს ლანდსბერგისი

საქართველოს მხარდამჭერი გზავნილები ბრიუსელიდან – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს იმსახურებს და 14-15 დეკემბრის სამიტი ისტორიული იქნება.
უკვე რამდენიმე საათია, დახურულ კარს მიღმა, ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები საკუთარ მოლოდინებზე მსჯელობენ. ორგანიზაცია ემზადება უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის, საქართველოსთვის კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ამისთვის კი ყველა წევრის კონსენსუსია საჭირო.
შეხვედრის დაწყებამდე, მინისტრები საქართველოსთან მიმართებით პოზიტიურ გზავნილებს აჟღერებენ და აფიქსირებენ იმ პროგრესს, რასაც ქვეყანამ რეკომენდაციების იმპლემენტაციის გზაზე მიაღწია.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ლიეტუვის მხარდაჭერა აქვს.
“აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი, პარასკევს მიღებულ გადაწყვეტილებებზე იქნება დამოკიდებული. ვფიქრობ, შემდგომში აღმოსავლური პარტნიორობა სულ სხვაგვარი იქნება. თუ მკითხავთ, რამდენად განსხვავებული გეტყვით, რომ ჯერ ადრეა ამის თქმა. იმედი მაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალ ფორმას ვიპოვით, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტნიორობის ფარგლებში ბევრი ქვეყანა იქნება ევროპასთან უფრო ახლოს, ვიდრე ოდესმე და მათ შორის, საქართველოც. საქართველოს აქვს ლიეტუვის მხარდაჭერა”, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან