“საქართველოს არჩევანი” – მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს

“საქართველოს არჩევანი” – მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრა – პოლარიზაცია, ეროვნული თანხმობის მნიშვნელობა, ქართული დიასპორა და პოლიტიკოს ქალთა მიმართ ძალადობა.
მისი განცხადებით, ქართული პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია და პარტიები ეროვნულ თანხმობას უნდა დაუბრუნდნენ.
“არსებობს ეროვნული თანხმობა, რომელიც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. ყოველდღე უნდათ, რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზებულია პოლიტიკური სპექტრი. არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მე მინდა ჩემი შვილებისთვის და მომავლისთვის ევროპა და მე არ მინდა რუსეთი. დიასპორასთან მეც ამ კამპანიის ფარგლებში მექნება ურთიერთობა და, 10 დეკემბერს, ვაპირებ, რომ სხვადასხვა დედაქალაქის ჯგუფებთან გავმართოთ სკაიპით შეხვედრა. მთავარი არის, რომ ხელმისაწვდომი იყოს ის ადგილები, სადაც არჩევნებში შეგიძლია მონაწილეობა მიიღო. არ შეიძლება, რომ იყოს მხოლოდ ერთი ცენტრი საელჩოში, უნდა გაიხსნას სხვადასხვა საარჩევნო უბანი, მით უმეტეს – დიდ ქვეყნებში,“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული