ვინ და რატომ ემუქრება სკოლის მოსწავლებს? – პრეზიდენტის სკანდალური განცხადება და განათლების მინისტრის დუმილი

დღეს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს, სადაც მთავარი განსახილველი საკითხები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და წინასაარჩევნო გარემო იქნება. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.
ზურაბიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საარჩევნო პროცესში მოქალაქეების მაღალ აქტიურობასა და ემიგრანტების მონაწილეობაზე.
ზურაბიშვილი, რომელიც კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში დიდი ხანია შეხვედრებს მართავს, ამაზეც საუბრობს და დაშინებაზე და მუქარაზე საუბრობს:
მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანი არის მხოლოდ ერთი ეს ევროპული გზა საქართველოსი. კიდევ უარესი, ბავშვებისთვის, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის.
პრეზიდენტის ბრალდებაზე განათლების სამინისტროს პასუხი არ გაუცია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას