საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ართვინის ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ართვინის ადვოკატთა ასოციაციის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ეთიკის კომისიის თავმჯდომარესთან და ბათუმში მოღვაწე ადვოკატებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ართვინში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ართვინის ადვოკატთა ასოციაციის დაარსებიდან 55 წლის იუბილეს მიეძღვნა.
„საქართველოსა და ართვინის ადვოკატთა ასოციაციებს შორის თანამშრომლობა მრავალი წელია გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში ართვინის ადვოკატები არაერთხელ ესტუმრნენ საქართველოს, რაც პროფესიული ურთიერთობების გაღრმავებასა და ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას ემსახურებოდა.
პარტნიორობა ქართველ და თურქ ადვოკატებს შორის მომავალშიც გაგრძელდება”, – ნათქვამია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება