"საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ" - როგორია ქვეყანაში არსებული ვითარება
"სავარაუდოდ, ევროკავშირი ვაშინგტონთან შედარებით უფრო ნელა იმოქმედებს, რადგან ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებამ შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში ათიათასობით ქართველი ევროკავშირის დროშებით კანონის გასაპროტესტებლად ქუჩებში გამოვიდა“ - ნათქვამია The Financial Times-ის განცხადებაში.
როგორც ცნობილი ხდება ევროპული დედაქალაქები "საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“ განიხილავენ და საქართველოსთვის შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატივით ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი გამოვლენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.