ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოსთვის“: თბილისში ჩვენს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

„საქართველოსთვის“: თბილისში ჩვენს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ

თბილისში, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს რამდენიმე პირი თავს დაესხა მაშინ, როცა ისინი საარჩევნო აგიტაციას აწარმოებდნენ. ამ ინფორმაციასა და მომხდარის ამსახველ ვიდეოს თავად პარტია აქვეყნებს.
გამოქვეყნებულ მასალაში ჩანს, რომ უცნობი პირები, რომლებიც პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას, „პოლიტიკურ სანაგვეზე“ გაშვებას უსურვებენ, „საქართველოსთვის“ წევრებთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შედიან – იგინებიან და ასევე, პარტიის აქტივისტებს პლაკატებს ართმევენ და ხევენ.
„საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ თავდამსხმელები „ოცნების ზონდერაქტივს“ წარმოადგენენ. თავად ამ პირებმა გამოქვეყნებულ ვიდეოში თავიანთი სახელებისა თუ სხვა ინფორმაციის გამხელა არ ისურვეს.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.