მედია: პარტიაში აცხადებენ, რომ თბილისში, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს თავს დაესხნენ

თბილისში, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრებს თავს დაესხნენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, რამდენიმე წუთის, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ.

ბუჩუკურის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

როგორც ბუჩუკური აცხადებს, ამ წუთებში, ადგილზე იმყოფება გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი. ასევე, შემთხვევის ადგილზე მივიდა საპატრულო ეკიპაჟი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – ვიდრე ცივილიზებული სამყარო არ მიხვდება, რომ მხოლოდ უკბილო რეზოლუციებით არ ხდება რეჟიმებისთვის პრობლემების შექმნა, არაფერი შეიცვლება, რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“, ხედვა „მიშა პრემიერად“ არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი