ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოსთან შეხვედრამდე ალბანეთმა უკრაინას მოუგო

საქართველოსთან შეხვედრამდე ალბანეთმა უკრაინას მოუგო

პირობით მასპინძლებს ტრავმირებული თავდამსხმელი დოვბიკი ვერ დაეხმარა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ უკრაინა კონოპლიამ დააწინაურა, თუმცა მალე მეკარე ტრუბინს ისმაილიმ და ასანიმ გაუტანეს და ალბანეთმა გამარჯვება მოიპოვა.
ჯგუფში მომდევნო ტური 10 სექტემბერს გაიმართება: ალბანეთი საქართველოს, ჩეხეთი კი უკრაინას უმასპინძლებს.
ალბანეთის და საქართველოს ნაკრებების მატჩი ტირანას 22-ათასიან „აირ ალბანიაზე“ 22:45 საათზე დაიწყება.
უკრაინა - ალბანეთი 1:2
გოლები:
1:0 კონოპლია (49), 1:1 ისმაილი (54), 1:2 ასანი (66)

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.