ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ძალიან რთული მატჩი გველოდება

ალბანეთის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ძალიან რთული მატჩი გველოდება

ერთა ლიგის პირველ ტურში უკრაინის 2:1 დამარცხებით ალბანური მედია აღფრთოვანებულია. TopSporti წერს, რომ ახლა მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებთან მატჩზეა მიპყრობილი, რომელმაც ჩეხეთი გაანადგურა. კომენტარი ალბანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა სილვინიომ გააკეთა.
ბრაზილიელი სპეციალისტი თამაშის შემოტრიალებით კმაყოფილი დარჩა და "ჯვაროსნებზეც" ისაუბრა:
"ჩვენ უკრაინას არაერთხელ შევხვედრივართ, ისევე როგორც საქართველოს. მძიმე ჯგუფია. ჩეხეთიც ძლიერი გუნდია. სამშაბათს ძალიან რთული მეტოქე გვეყოლება, ფიზიკურად მძლავრი და ორგანიზებული. ისინი 3-5-2 სქემით თამაშობენ, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ბევრს დარბიან, უტევენ, თავს იცავენ, ორგანიზებულები არიან, კარგი მწვრთნელი უდგათ სათავეში. მათი
ბოლო თამაში არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ურთულესი დაპირისპირება გველოდება".

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.