ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოსთან საზღვარზე დაკავებულ ყირიმელ ქალს მოსკოვი ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლებს

მოსკოვის სასამართლოში ასამართლებენ ახალგაზრდა ყირიმელ თათარ ქალს, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ რუსებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Ukrainska Pravda ავრცელებს.
დაკავებული ქალი, ლენი უმეროვა, რომელსაც რუსები ჯაშუშობაში სდებენ ბრალს, უკრაინის მოქალაქეა. მან წერილი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მის საქმეზე მოსმენა მოსკოვში შემოდგომაზე ჩაინიშნა.
ლენი უმეროვას წერილს სოციალურ ქსელში მისი ძმა ავრცელებს.
„ჩემს საქმეზე გამომძიებელი ჩაანაცვლეს და ცოტა ხნის წინ გამიყვანეს მასთან შესახვედრად. მნიშვნელოვანი არაფერი, მაგრამ მითხრა, რომ საორიენტაციოდ, სასამართლო შემოდგომაზე შედგება. ისიც მითხრა, რომ მოსკოვში გამასამართლებენ და არა კავკასიაში. თუმცა ამაში ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ“, — სწერს ოჯახის წევრებს ლენი უმეროვა.
25 წლის ყირიმელი თათარი ქალი რუსეთის უშიშროების სამსახურმა 2022 წლის 4 დეკემბერს დააკავა მას შემდეგ, რაც მან საქართველო-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. ის დროებით ოკუპირებულ ყირიმში დაბრუნებას ცდილობდა, რომ კიბოთი დაავადებული მამისთვის მიეხედა. უმეროვას აკრძალული ზონის წესების დარღვევა დააბრალეს. მერე კი ლეფერტოვოს სასამართლოს განკარგულებით, მოსკოვმა ჯაშუშობის ბრალდებით გადაიყვანა პატიმრობაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.