საქართველოდან ცნობები სამწუხარო და შემაშფოთებელია – ესტონეთის საგარეო მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ცნობები, რომელიც საქართველოდან მოდის, სამწუხარო და შემაშფოთებელია.
ამის შესახებ ის X-ზე წერს.
„ცნობები მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების შესახებ, „ხალხის მტრების“ სიების შედგენის წინადადებაზე და ქართველი ხალხის მიმართ სერიოზული შეურაცხყოფაზე სამწუხარო და შემაშფოთებელია.
გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრებები და მომიტინგეების პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იყოს და პატივი უნდა სცენ“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Reports about threatening phone calls, proposal to compile lists of “public enemies” & serious assults against Georgian people are worrying & disturbing. The freedom of expression, peaceful gatherings & personal data of protesters must be respected & protected. — Margus Tsahkna (@Tsahkna) May 9, 2024
უწყვეტი ანტირუსული პროტესტის მონაწილე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და რიგით აქტივისტებს მეორე დღეა უცხოური ან ქართული ნომრებიდან ურეკავენ. ადრესატებს აყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრებიან, რომ სახლთან დახვდებიან. ზარები განხორციელდა აქტივისტების ოჯახის წევრებთანაც.
გუშინ, 8 მაისს ღამით, ცნობილი გახდა, რომ თავს დაესხნენ აქციების 3 მონაწილეს ენმ-ის წევრ დიმა ჩიქოვანსა, ყოფილ დიპლომატს გია ჯაფარიძეს და ანტირუსული აქციების მონაწილე ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს.
ამასთან, 8 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ დააანონსა საჯარო რეესტრის შექმნა, სადაც შეიყვანენ იმ ადამიანების მონაცემებს, ვინც, მათი აზრით, „ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს“. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ამ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზანი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სამართალდამცავების, არამედ „საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესების“ დაცვაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება