ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველი ხალხის ადგილი ევროკავშირშია

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ქართველი ხალხის ადგილი ევროკავშირშია და რომ საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებენ.
„გუშინდელ გამოსვლაში ქართველ ხალხს დავპირდი, რომ ისინი მარტო არ არიან, მათ ვხედავთ და მათი სამართლიანი ადგილი ევროკავშირშია. ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას!“- წერს მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში, სადაც საპროტესტო აქციის ფოტოებს ავრცელებს.
შეგახსენებთ, გუშინ, საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მივიდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.