საქართველოდან ყველაზე ხშირად საყიდლებზე გადიან, ყველაზე მეტჯერ — თურქეთში

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
აქედან 397.6 ათასი იყო ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
2023 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების განაწილება ვიზიტის მიზნის მიხედვით, ათასი; წყარო: საქსტატი
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთში (41,5%). შემდეგ მოდიან სომხეთი (16%), (14,4%), ევროკავშირის წევრი ქვეყნები (14%).
გასვლების უდიდესი ნაწილი — 45.4% — 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
წყარო: საქსტატი
აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ