საქართველოდან უკრაინაში ექსპორტი გაიზარდა, იმპორტი კი შემცირდა - რას ვყიდით და ვყიდულობთ?
მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველო-უკრაინის სავაჭრო ბრუნვამ 169.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
წლის პირველ ნახევარში უკრაინიდან საქართველოში იმპორტი 17.5%-ით შემცირდა და 114.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ექსპორტი კი წლიურად 10.6%-ით გაიზარდა და 55 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
10 ძირითადი იმპორტირებული პროდუქტი შემდეგია:
· შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - $6 მლნ
· პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული - $5.6 მლნ
· ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - $4.9 მლნ
· კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - $4.5 მლნ
· სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $3.7 მლნ
· საცობები, ხუფები და სახურავები - $3.4 მლნ
· ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - $3.4 მლნ
· სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $3.2 მლნ
· საკონდიტრო ნაწარმი შაქრისგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - $3.1 მლნ
· ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, გაყინული - $2.9 მლნ.
საქართველოდან უკრაინაში ექსპორტირებული TOP 10 პროდუქტი შემდეგია:
· ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტიანი სასმელები - $12.2 მლნ
· მინერალური და მტკნარი წყლები - $9.5 მლნ
· ყურძნის ნატურალური ღვინოები - $6.1 მლნ
· ფეროშენადნობები - $5.2 მლნ
· მსუბუქი ავტომობილები - $4.8 მლნ
· სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - $2.4 მლნ
· ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - $2.3 მლნ
· წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $2.1 მლნ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.