ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ წელს ქლიავის 98% რუსეთში გავიდა ექსპორტზე - სად ვყიდით და ვყიდულობთ ქლიავს

საქსტატის მონაცემებით, ქლიავის და ღოღნოშოს მთავარი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია. გასულ წელს ქლიავის თითქმის მთელი საექსპორტო მოცულობა - 98% რუსეთში გავიდა ექსპორტზე;
2022 წელს რუსეთში ექსპორტზე გასული ქლიავის მოცულობა მთლიანი ექსპორტის 75% იყო.
რუსეთის გარდა ქლიავის საექსპორტო ქვეყნებია: სომხეთი, ყაზახეთი, ქუვეითი, კვიპროსი.
მთლიანობაში, 2023 წელს ქლიავი ექსპორტი, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
2023 წელს $4.1 მლნ-ის 5400 ტონა ქლიავის ექსპორტი განხორციელდა;
2022 წელს - $4.6 მლნ-ის 6000 ტონა ქლიავის ექსპორტი.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 205 000 დოლარის ღირებულების 221 ტონა ქლიავის იმპორტი განხორციელდა. საშუალო საექსპორტო ფასი 0.9 დოლარია (2.45 ლარია).
მიმდინარე წელს ქლიავის იმპორტი თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან განხორციელდა.
თურქეთიდან 90 000 დოლარის 185 ტონა ქლიავს იმპორტი განხორციელდა;
ნიდერლანდებიდან - 115 000 დოლარის 35 ტონა ქლიავის იმპორტი.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდშიც თურქეთიდან თითქმის იგივე რაოდენობის ქლიავის იმპორტი განხორციელდა; რაც შეეხება ნიდერლანდებს, - $71 000-ის 26 ტონა ქლიავის.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.