საქართველოდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი იზრდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის 10 თვეში ქვეყნიდან 15,542 მლნ აშშ დოლარის ადგილობრივი ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 10,831 მლნ აშშ დოლარის, ხოლო 2021 წლის 10 თვეში - 6,649 მლნ აშშ დოლარის.
ამასთან, წელს ყველაზე მეტი ქართული ნავთობი და ნავთობპროდუქტები გავიდა საბერძნეთში, შვეიცარიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
უფრო კონკრეტულად:
· საბერძნეთი - 6,986 მლნ აშშ დოლარი
· შვეიცარია - 4,117 მლნ აშშ დოლარი
· არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,545 მლნ აშშ დოლარი
· სომხეთი - 913.6 ათასი აშშ დოლარი
· თურქეთი - 200.7 ათასი აშშ დოლარი
· უზბეკეთი - 196.4 ათასი აშშ დოლარი
· უკრაინა - 178.3 ათასი აშშ დოლარი
· აზერბაიჯანი - 158.9 ათასი აშშ დოლარი
· აზერბაიჯანი - 158.9 ათასი აშშ დოლარი
· ლიბია - 76.9 ათასი აშშ დოლარი
ექსპორტი ასევე განხორციელდა: იემენში, ლიეტუვაში, ერაყში, პოლონეთში, ყაზახეთში, ნიდერლანდებში, ლიბანში, სერბეთსა და ჩეხეთში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.