2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს, უკვე წელს, 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა – ირაკლი ღარიბაშვილი

ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ხელშესახები შედეგი გვაქვს. 2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს. უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, 130-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, საქართველოში IT კომპანიებში დასაქმებული მოქალაქეების საშუალო ხელფასი შეადგენს 8 000 ლარს.
„რაც შეეხება ზოგადად ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას. მინდა გითხრათ, რომ აქაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხელშესახები შედეგი. 2012 წელს კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი შეადგენდა სულ რაღაც 3.8 მილიონ დოლარს. უკვე წელს 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა საინფორმაციო მომსახურების ექსპორტმა. 130-ჯერ არის გაზრდილი ზოგადად ეს ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ აქ IT კომპანიებში დასაქმებული არიან ჩვენი მოქალაქეები, რომელთა საშუალო ხელფასი შეადგენს 8 000 ლარს. ძალიან ბევრი ინოვაციური სტარტაპი დაფინანსდა ჩვენი მთავრობის მიერ, 250-ამდე ინოვაციური სტარტაპი არის დაფინანსებული ბოლო 11 წელიწადში. იზრდება საგრანტო პროგრამების საერთო მოცულობა. მინდა ასევე სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ სტარტაპებმა მოიზიდეს320 მილიონ ლარამდე კერძო ინვესტიცია და შექმნეს 3,000-ამდე ახალი სამუშაო ადგილი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც