ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთში Tesla-ს გაყიდვები მარტში, ზედიზედ მე-3 თვე დაეცა

საფრანგეთში Tesla-ს გაყიდვები მარტში, ზედიზედ მე-3 თვე დაეცა

საფრანგეთში, მარტში დარეგისტრირდა ამერიკული ავტომწარმოებელი Tesla-ს მიერ წარმოებული 3157 ელექტრო მანქანა, რაც 36,8%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით, იტყობინება ადგილობრივი ინდუსტრიული ასოციაცია La Plateforme Automobile.
პირველ კვარტალში გაიყიდა 6,69 ათასი Tesla ელექტრომობილი, რაც 41,1%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაყიდვების შემცირება დაფიქსირდა სამივე თვეში.
საფრანგეთში ყველა ტიპის ძრავით მანქანების გაყიდვები მარტში 14,5%-ით შემცირდა და 153 840 შეადგინა, იანვარ-მარტში - 7,8%-ით, 410 085 ერთეულამდე.
ამასთან, ელექტრომობილების გაყიდვები ქვეყანაში პირველ კვარტალში 18,2%-ით გაიზარდა - 74,52 ათასამდე.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Tesla-ს გაყიდვები შვედეთში მარტში 64%-ით დაეცა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.