საფრანგეთში ევროპელი ლიდერები შეიკრიბნენ და უკრაინაზე იმსჯელებენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ევროპელი ლიდერების ჯგუფს ორშაბათს, 17 თებერვალს, მასპინძლობს. შეხვედრა უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე იქნება ფოკუსირებული. შეხვედრაზე შედგება იმის ფონზე, რომ ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, ევროპას შეიძლება სამშვიდობო მოლაპარაკებებში არანაირი როლი არ ჰქონდეს.
შეხვედრას დაესწრებიან ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, ნიდერლანდებისა და დანიის პირველი პირები. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროსაბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლაიენი ასევე მონაწილეობენ ამ შეხვედრაში.
ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თქვა, რომ მზადაა მისი ქვეყნის ჯარი უკრაინაში გაგზავნოს, როგორც ომის შემდგომი მშვიდობის შენარჩუნების ძალა.

„ჩემთვის ამის თქმა ადვილი არაა. ძალიან ღრმად ვგრძნობ პასუხისმგებლობას, რომელიც მოჰყვება ბრიტანელი სამხედროების, მამაკაცებისა და ქალების პოტენციურ საფრთხეში ჩაგდებას”,- ნათქვამია ტექსტში, რომელიც კვირას Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა.
პარალელურად, ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა მოლაპარაკებებისთვის. არსებობს მოლოდინი, რომ სამშაბათს, 18 თებერვალს ის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკ უოლცსა და ახლო აღმოსავლეთში ამერიკის წარმომადეგენელ სივ უიტკოფთან ერთად, რუს დიპლომატებს შეხვდება, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა