საფრანგეთმა რუსეთის ელჩი დაიბარა უკრაინაში საფრანგეთის ორი მოქალაქის დაღუპვის გამო

საფრანგეთის მთავრობამ 5 თებერვალს რუსეთის ელჩი გამოიძახა, არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე საფრანგეთის ორი მოქალაქის უკრაინაში დაღუპვის გამო.
ჰუმანიტარული სფეროს თანამშრომლები გასულ კვირაში დაიღუპნენ, სამხრეთის ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად. დაიჭრა საფრანგეთის კიდევ სამი მოქალაქე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა – რომელიც კიევს მომავალ კვირებში უნდა ესტუმოს – თადასხმა დაგმო, მას “ლაჩრული და აღმაშფოთებელი” უწოდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა 5 თებერვლის განცხადებაში ამბობს, რომ “ადამიანების დაღუპვა ყოველთვის ტრაგედიაა”, თუმცა დასძენს – “ამ ინციდენტის სპეფიციკური დეტალები … ჩვენთვის ცნობილი არ არის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ