უკრაინაში აშშ-ის ელჩი - დასაკარგი დრო არ არის - უსაფრთხოების სფეროში უკრაინას ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება
უკრაინაში აშშ-ის ელჩი რუსების მიერ განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშებს ეხმაურება. „კიევსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით, კაცები, ქალები და ბავშვები რუსულმა მასიურმა სარაკეტო და დრონებით განხორციელებულმა თავდასხმებმა გააღვიძა. უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და მის გმირ დამცველებს ვეყრდნობით, რათა ჩვენ ყველანი დაგვიცვას. დასაკარგი დრო არ არის. უსაფრთხოების სფეროში უკრაინას ჩვენი დახმარება ახლა სჭირდება“, - წერს უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.
7 თებერვალს, დილით, რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსეთის თავდასხმების სამიზნეს კიევის, დნიპროპეტროვსკის, ლვოვის, მიკოლაევისა და ხარკოვის ოლქები წარმოადგენდა. უკანასკნელი მონაცემებით, რუსების თავდასხმების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.