არქივი1 მარტი, 2026, 14:49
საფრანგეთმა და ბელგიამ რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის სანქცირებული ტანკერი დააკავეს

"დიდი დარტყმა ჩრდილოვანი ფლოტისთვის: ჩრდილოეთის ზღვაში, საფრანგეთის საზღვაო ძალების ვერტმფრენებმა გუშინ ღამით ბელგიის ძალებთან ერთად საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ნავთობტანკერი დააკავეს. ევროპელების გადაწყვეტილებაა, სანქციების აღსრულებით შეწყვიტონ რუსეთის აგრესიის დაფინანსების წყაროები უკრაინაში" - წერს X-ზე საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ვიდეოს აქვეყნებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.