ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთი 2100 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს, გადასცემს ჯავშანტექნიკას და ჰაუბიცებს

საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც უკრაინელი სამხედროების გადამზადებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანტექნიკისა და ჰაუბიცების გამოყოფას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა France Info ავრცელებს.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის შამპან-არდენის პროვინციაში 2100 უკრაინელი ჯარისკაცი ორთვიან გადამზადებას გაივლის. უკრაინელი სამხედროები საფრანგეთის ძალებთან ერთად წვრთნებს ღია სივრცეში გაივლიან. ასევე, აღნიშნული 2100 სამხედროდან მცირე ჯგუფი სპეციალურად ტანკების მართვის მიმართულებით გადამზადდება.
ჯარისკაცების გადამზადების გარდა საფრანგეთის მიერ გამოყოფილი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე გულისხმობს უკრაინისთვის 128 ერთეული ჯავშანტექნიკის, 18 Caesar-ის ტიპის საარტილერიო იარაღის და 24 ერთეული მსუბუქი ტანკის გადაცემას.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.