მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონს, ვერცხლის მედალოსანს – ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა თითოეულ ოლიმპიურ ჩემპიონს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსანს – ნახევარ მილიონ ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 250 ათას ლარს გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების პარიზში გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუნდში მრავლად არიან ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები, მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები, ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები, რაც ძალიან დამაიმედებელია.
ირაკლი კობახიძემ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და ოლიმპიური გუნდის თითოეულ წევრს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების წინ წარმატებები უსურვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი – ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდებით ვისი ცხოვრება გახდება უკეთესი? პაპუაშვილო, ბოჟაძევ, 14 დღე მშვიდად დაიძინებთ? – ეს ვახოზე პერსონალური ანგარიშსწორებაცაა, ისე როგორც არის შეტევა თავისუფალ მედიაზე