არქივი9 მაისი, 2025, 20:52
“საფრანგეთი უკრაინისთვის CAESAR-ის ჰაუბიცების მოვლა-პატრონობას რუსული გაყინული აქტივებიდან დააფინანსებს” – ბარო

საფრანგეთი უკრაინისთვის CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცების მოვლა-პატრონობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით დააფინანსებს. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ გააკეთა.
“მალე გამოვაცხადებთ, რომ გაყინული აქციებიდან მიღებული შემოსავლების წყალობით, საფრანგეთი, თავისი კომპანია KNDS-ის მეშვეობით, შეძლებს Caesar-ის ტიპის ჰაუბიცების ოპერატიული მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას, რომლებიც საფრანგეთმა უკრაინას რუსული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად მიაწოდა”, – განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.