არქივი10 მაისი, 2025, 11:21
საფრანგეთი უკრაინისთვის CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცების მოვლა-პატრონობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით დააფინანსებს

საფრანგეთი უკრაინისთვის CAESAR-ის ტიპის ჰაუბიცების მოვლა-პატრონობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებით დააფინანსებს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ განაცხადა.
"მალე გამოვაცხადებთ, რომ გაყინული აქციებიდან მიღებული შემოსავლების წყალობით, საფრანგეთი, თავისი კომპანია KNDS-ის მეშვეობით, შეძლებს Caesar-ის ტიპის ჰაუბიცების ოპერატიული მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფას, რომლებიც საფრანგეთმა უკრაინას რუსული თავდასხმების წინააღმდეგ საბრძოლველად მიაწოდა", - თქვა ჟან-ნოელ ბარომ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.