ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთი რაფაჰზე ისრაელის შეტევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება

საფრანგეთი რაფაჰზე ისრაელის შეტევას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საფრანგეთი ისევ იმეორებს, რომ იგი რაფაჰზე ისრაელის შეტევას, სადაც უკიდურესად მძიმე ვითარებაში 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი თავს აფარებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება. მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ისრაელმა ქალაქ რაფაჰის ევაკუაციის ბრძანება გასცა. მოგვიანებით, რაფაჰის აღმოსავლეთ ნაწილიდან ღაზის სექტორის სამხრეთში ათასობით ადამიანის ევაკუაცია დაიწყო.ს

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.