ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი - საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან

საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების უკან, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით მოვაჭრეები დგანან, - ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ბრუნო რეტაიომ განაცხადა.
„სავარაუდოდ, ამის უკან ნარკოტიკებით მოვაჭრე ნაძირალები დგანან. ეს ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო სავარაუდო სცენარია“, - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ბრუნო რეტაიოს ცნობით, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა, თუმცა ნაადრევია იმის თქმა, კავშირშია თუ არა ის მომხდარ თავდასხმებთან.
ციხეებზე თავდასხმებს საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა, ვინც ციხის თანამშრომლების დაშინებას შეეცდება, დაისჯება.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში საფრანგეთში თავდასხმები, სულ მცირე, ცხრა ციხეზე განხორციელდა. თავდამსხმელებმა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მდებარე ციხეებთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. საფრანგეთის იუსტიციის მინისტრის, ჯერალდ დარმანინის განცხადებით, თავდასხმები სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობასა და ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.