ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა

ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა, ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად მისი შვილის, ამირან (ბუტა) რობაქიძის სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, აცხადებს, რომ „ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა“.
„ის, რომ ბაშალეიშვილი სამი წლით დაიჭირეს, რომელსაც სულ ცოტა 15 წელი ეკუთვნოდა, ამას ჰქვია ახალი გარემოება, რომლის დროსაც საქმე შეიძლება დაიშალოს და მე ეს ხელში მეჭირა. მინდა გითხრათ, რომ ბაშალეიშვილმა ბუტა რომ მოკლა, როგორც კი ციხიდან გამოვიდა ვანო მერაბიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში აღადგინა. ოქრუაშვილმა რაც გააკეთა ყველამ იცის. ოქრუაშვილი სასამართლოში მე მეუბნება, რომ „სოსო, ხომ იცი შენ შენი შვილის მკვლელი, მოგცემ იარაღს და მოკალიო“. ამას რომ გეტყვის ყოფილი გენერალური პროკურორი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ოქრუაშვილი მოწმედ იყო დაბარებული სასამართლოში და იქ ვნახე“-განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა