ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის პარლამენტმა უკრაინასთან უსაფრთხოების პაქტის დადებას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა უკრაინასთან 10-წლიანი უსაფრთხოების პაქტის დადებას მხარი დაუჭირა. ამ საკითხზე რესპუბლიკის პარლამენტმა ორპარტიულ კონსენსუსს მიაღწია. პაქტს მხარი დაუჭირა 372-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 99-მა, ხოლო 101-მა პარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
უკრაინასა და საფრანგეთს შორის 10-წლიანი უსაფრთხოების პაქტი გულისხმობს საფრანგეთის ძალისხმევას, უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, გაწვრთნას უკრაინელი ჯარისკაცები და 2024 წელს 3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გააგზავნოს.
უსაფრთხოების პაქტის შესახებ 12 მარტს საფრანგეთის პარლამენტში მწვავე დებატები გაიმართა. დებატები პრემიერმინისტრმა გაბრიელ ატალმა გახსნა.
"[პაქტის] წინააღმდეგ ხმის მიცემა საფრანგეთის მოკავშირეებისთვის ნიშნავს, რომ ჩვენ ზურგს ვაქცევთ ჩვენს ვალდებულებებს და ჩვენს ისტორიას. ხმის მიცემისგან თავის შეკავება ნიშნავს პასუხისმგებლობების თავიდან აცილებას და იმის ღალატს, რაც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასია" - თქვა გაბრიელ ატალმა.
ზოგიერთმა დეპუტატმა კვლავ გააკრიტიკა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება იმის შესახებ, რომ არაა გამორიცხული, საფრანგეთმა უკრაინაში ჯარი გააგზავნოს. ბოლო თვეების მანძილზე ემანუელ მაკრონი ალიანსის წევრ კოლეგებს უკრაინისადმი დახმარების გაზრდისკენ მოუწოდებს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.