ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტმა თანამდებობის პირებისთვის ხელფასების ზრდას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 77 ხმით, მესამე მოსმენით დაამტკიცა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას.
ცვლილებით, თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დგინდება შემდეგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის:
· საქართველოს პრეზიდენტი
· პრემიერ-მინისტრი
· მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი და მათი მოადგილეები
· ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და მთავრობის თავმჯდომარე და მათი მოადგილეები.
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს და განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის თანამდებობრივი სარგოებისათვის დადგენილ კოეფიციენტების ზედა ზღვრებს. გასულ წელს, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად და შესაბამისად, მომავალი დეპუტატების ხელფასები გაიზარდა. ახლა იგივე სტანდარტი ვრცელდება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით. შესაბამისად, ხელფასები შემდეგნაირად განისაზღვრება:
· საქართველოს პრეზიდენტი — 13 300 ლარი;
· პრემიერ-მინისტრი — 13 300 ლარი;
· მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი — 11 305 ლარი;
· ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს/მთავრობის თავმჯდომარეები — 11 305 ლარი;
· მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე — 9 975 ლარი;
· მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილე — 9 642 ლარი;
ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.