ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის ნაკრების მცველმა "ლივერპული" დატოვა და შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს

27 წლის ცენტრალური მცველი იბრაიმა კონატე „ლივერპულს“ კონტრაქტის გაგრძელებზე ვერ შეუთანხმდა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
„ეკიპის“ მტკიცებით, კონატეს დამატების ყველაზე მეტი შანსი პსჟ-ს აქვს, თუმცა იბრაიმას ხელში ჩაგდებას აგრეთვე „რეალი“, „ბაიერნი“ და „ჩელსი“ შეეცდებიან. აღნიშნულია, რომ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი თავის მომავალთან დაკავშირებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ჩამოყალიბდება.
კონატემ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 51 მატჩში 2 გოლი გაიტანა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 50 მილიონი ევროა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.