საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერი - საფრანგეთი აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს

საფრანგეთი აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობს, - ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმასმა განაცხადა.
„ჩვენ ზავი შევთავაზეთ. ეს არის ის, რაც აშშ-თან მოლაპარაკებებში განიხილება. საფრანგეთი და ევროპა აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენას ცდილობენ“, - განაცხადა საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის კავშირის აღდგენა უკრაინაში „ხანგრძლივი და მყარი მშვიდობისთვის“ მნიშვნელოვანია.
ამასთან, დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ფრანგ ხალხს მიმართავს.
„ამ გაურკვევლობის მომენტში, როდესაც მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, დღეს საღამოს სიტყვით მოგმართავთ“, - წერს ემანუელ მაკრონი X-ზე.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.