საფრანგეთის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, ფრანგი ფერმერები აქციებს აგრძელებენ
საფრანგეთის მთავრობის დათმობების მიუხედავად, ადგილობრივი ფერმერები აქციებს აგრძელებენ. საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. Reuters-ის ცნობით, აქციების მონაწილეები ამბობენ, რომ დემონსტრაციების შესაწყვეტად, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საკმარისი არაა.
ცნობისთვის, საფრანგეთის მთავრობამ უარი თქვა ფერმერების მოთხოვნაზე, შემცირდეს გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დიზელზე, ფინანსური და ადმინისტრაციული ზეწოლის შესამცირებლად კი, სხვა ზომების მიღება გამოაცხადა. სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს ეს არასაკმარისად მიაჩნიათ და აქციების გაგრძელებას გეგმავენ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.