მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე იურისტებს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების რადიო ავრცელებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ იურისტებთან შეხვედრას დღეს, თელ-ავივში, თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაში გამართავს და მასთან ერთად შეხვედრას გენერალური პროკურორი, გალი ბაჰარავ-მიარა, სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი, რონ დერმერი, იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ცაჰი ჰანეგბი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაესწრებიან თუ არა შეხვედრას ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირები.
გუშინ, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ღაზაში მიმდინარე ომის შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ გადაუდებელი ზომების მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას ხვალ, თბილისის დროით 16:00 საათზე გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, სამხრეთ აფრიკამ ჰააგის სასამართლოში ისრაელის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის 29 დეკემბერს შეიტანა, ხოლო სასამართლომ საქმის მოსმენა 11 იანვარს დაიწყო. სამხრეთ აფრიკა ისრაელს ღაზაში პალესტინელების წინააღმდეგ გენოციდის ჩადენაში ადანაშაულებს და ისრაელის საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას მოითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა