არქივი6 ოქტომბერი, 2025, 13:27
საფრანგეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გადადგა

საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ და მისი მთავრობა გადადგნენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლეკორნუმ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მიიღო.
Reuters-ი წერს, რომ საფრანგეთის მთავრობის გადადგომა მოულოდნელი იყო და საფრანგეთის პოლიტიკური კრიზისის კიდევ ერთ მნიშვნელოვან გაღრმავებას აღნიშნავს.
შეგახსენებთ, სებასტიან ლეკორნუ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე 9 სექტემბერს დაინიშნა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.