ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები ეცემა

საფონდო ბირჟებზე აქციების ფასები ეცემა

გლობალურ საფონდო ბირჟებზე აქციებზე ფასების ვარდნა მეორე დღეა გრძელდება, იმ ფონზე, როდესაც დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულმა ტარიფებმა ეკონომიკური ვარდნის შიში გააღვივა, - ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
The Guardian-ის ცნობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 100-ის ინდექსი 99 პუნქტით, ანუ 1.17%-ით, 8375 პუნქტამდე დაეცა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია იანვრის შუა რიცხვების შემდეგ. პარიზის საფონდო ბირჟის ინდექსი - Cac 40 - 0.92% -ით დაეცა, ფრანკფურტის Dax-ი - 0.74% -ით, ესპანეთის IBEX კი - 1.4%-ით დაეცა. იაპონიის Nikkei 225 ინდექსი დღეს 2.75%-ით დაიხურა, რაც, The Guardian-ის მტკიცებით, იმას ნიშნავს, რომ გასული წლის ივლისის რეკორდული დახურვის მაჩვენებელთან შედარებით 19.996%-ით დაეცა.
ეცემა ნავთობის ფასიც. კერძოდ, Brent-ის ნავთობის ფასი დღეს დილით 1.85%-ით დაეცა და ბარელზე 68.83 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თითქმის ბოლო ერთი თვის განმავლობაში.
Bloomberg-ის გამოთვლების მიხედვით, მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანის ქონება გუშინ, საერთო ჯამში, 208 მილიარდი დოლარით შემცირდა.
გამოცემა წერს, რომ ეს ვარდნა არის ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პიკის შემდეგ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ყველაზე დიდი - 17.9 მილიარდი აშშ დოლარი Meta-ს დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა დაკარგა. ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა 15.9 მილიარდი აშშ დოლარის პირადი ქონება დაკარგა, რადგან მისი კომპანია Amazon-ის აქციების ფასი გუშინ 9%-ით დაეცა. ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა კი 11 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.