ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტრამპის მიერ ტარიფების ამოქმედებას საფონდო ბირჟებზე აქციების გაუფასურება მოჰყვა

ტრამპის მიერ ტარიფების ამოქმედებას საფონდო ბირჟებზე აქციების გაუფასურება მოჰყვა

მსოფლიო საფონდო ბირჟებზე აქციების ვარდნა მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლითაც 10 და 50%-იანი სატარიფო განაკვეთები დაუწესა უცხო სახელმწიფოებს.
ევროპაში 2-3%-ით დაეცა წამყვანი საბირჟო ინდექსები. ნიუ-იორკის ბირჟის გახსნის შემდეგ დოუ-ჯონსის ინდექსი დაეცა სულ მცირე 2,5%-ით. ამერიკული დოლარის კურსი ევროსთან მიმართებით დაახლოებით 2%-ით დაეცა.
დონალდ ტრამპმა ტარიფების შემოღება მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებთან შეერთებული შტატების უარყოფითი სავაჭრო ბალანსით ახსნა. მან ამას უსამართლობა უწოდა და აღნიშნა, რომ ტარიფების ამოქმედება მთავრობას საშუალებას მისცემს წარმოება დააბრუნოს ამერიკაში, შეამციროს გადასახადები და ბიუჯეტის დეფიციტი.
როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, აშშ-ს 50 წელიწადზე მეტხანს ძარცვავდნენ, რაც აღარ მოხდება. თეთრი სახლის ბაღში 2 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ ეს არის „გათავისუფლების დღე" და „ამერიკული ეკონომიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია".
ბევრი ეკონომისტი არ ეთანხმება ამ შეფასებას და ამტკიცებს, რომ ტარიფების დაკისრება გამოიწვევს ეკონომიკური კავშირების დაშლას, მაღალ ინფლაციას და, სავარაუდოდ, რეცესიას.
ვრცლად : რადიო თავისუფლება

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.