“საფეთქლის გასწვრივ მთელი ძალით გამოქნეული ხელი დამარტყა” – რას ჰყვება ქალი, ვისაც “ოცნების” ტიტუშკები თავს დაესხნენ

ოცნების “ტიტუშკების” მიერ ნაცემს ქალს სახე აქვს შეშუპებული, დაზიანებები კი სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება. ქეთევან მესხს ახლა კლინიკაში ელოდებიან.
29 წლის ქალი “პირველებთან” ჰყვება:
“საფეთქლის გასწვრივ მთელი ძალით გამოქნეული ხელი დამარტყა. წავიქეცი და ძალიან ცუდად დავარტყი მაჯა, ეგ მაქვს გასიებული. გამოსაკვლელავ მივდივარ, თავი მქონდა გაბუჟებული, რადგან საფეთქელის გასწვრივ მაქვს ხელი დარტყმული. როგორც კი ჩვენი პრეზიდენტი, რეზიდენციაში შებრუნდა და კარი დაიხურა, ჩვენ მარშით პარლამენტისკენ გადაადგილებას ვაპირებდით. ჩემს დას და მეგობარს ვეძებდი, როცა ეს ადამიანები გაუჩერებლად იგინებოდნენ, როცა ვიკითხე, რატომ გვაგინებდა, თავს დამესხნენ”- ამბობს “ქალთა მარშის” მონაწილე.
გუშინ, ორბელიანზე, საახალწლო სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალთა მარშის აქციის მონაწილეებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ. ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი აგინებენ აქციის მონაწილეებს, ერთი კაცი კი ხელს ურტყამს აქციის მონაწილე ქალს.
ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალთა მარშის მონაწილეებზე თავდასხმაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლით დაიწყო, თუმცა გომელაურის უწყებას არავინ დაუკავებია.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა