არქივი21 დეკემბერი, 2024, 22:05
„არაფერზე დაფუძნებული გზავნილი თითქოს ახალი არჩევნები “მთელი ხალხის მოთხოვნაა” უნდა ერთხელ და საბოლოოდ გაბათილდეს“ – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
„ოპოზიცია კონფრონტაციის გამწვავებაზე მიდის. მათი აბსოლუტურად ყალბი და არაფერზე დაფუძნებული გზავნილი თითქოს ახალი არჩევნები “მთელი ხალხის მოთხოვნაა” უნდა ერთხელ და საბოლოოდ გაბათილდეს საზოგადოების იმ უმრავლესობის მტკიცე და საჯაროდ დემონსტრირებული პოზიციით, ვინც 26 ოქტომბერს ხელისუფლება აირჩია.
მე ადრეც დავაფიქსირე ეს პოზიცია და ვისაც უნდა ეწყინოს ვისაც არა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ. ამის საჭიროებას ბევრი თავად დაინახავს, ამ ბანდის თავხედობის ზრდის კვალობაზე”
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.