სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პარლამენტთან, სადაც პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, სასწრაფო დახმარების 10-მდე ბრიგადა მუშაობს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10-მდე ბრიგადა მუშაობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმები ადგილზე უწევენ დახმარებას მოქალაქეებს. რაც შეეხება დაშავებულების რაოდენობას, ამ ეტაპზე, უცნობია რამდენი პირია დაშავებული და რამდენს გაუწიეს პირველადი დახმარება.
ცნობისთვის, სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია. პარლამენტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია