არქივი16 აპრილი, 2024, 22:17
პარლამეტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარება სჭირდებათ
პარლამეტის შენობასთან ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად დაშავებულ აქციის მონაწილეებს სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რომლებიც აქციაზე დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უტარებენ.
სამართალდამცველებმა აქციაზე ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენიმე წუთის წინ გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება დაძაბულია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.