სასტუმრო „პარაგრაფთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს

სასტუმრო „პარაგრაფთან“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქციაზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებული აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა.
„აგრესიული იყო და პოლიციელებს შეაგინა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დანარჩენ მონაწილეებს გამოეყო და პოლიციელებმა რომ მოუწოდეს, რომ შებრძანდითო, შეაგინა მათ“, – განაცხადა სირაძემ.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ არიან შეკრებილები.
აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „სირცხვილიას” წევრები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)