“სასტიკადაა ნაცემი, წელები სულ ჩამთხვლეული აქვსო…” – 29 წლის კაცის ბურუსით მოცული სიკვდილი

29 წლის სერგი შტააძე გარდაცვალებამდე, სავარაუდოდ, სცემს – სოფელ ბრილის მკვიდრის ცხედარი, თბილისში მიტოვებული შენობის ნანგრევებში იპოვეს.
როგორც სოფელ ბრილის მკვიდრები, “პირველებთან” ამბობენ, გარდაცვლილი თბილისში ტაქსაობით ირჩენდა თავს, საბედისწერო დღეს კი ნათესავთან იმყოფებოდა, საიდანაც ფეხით წავიდა. სწორედ ამ დროს იკარგება 29 წლის კაცის კვალი დიღომიდან, მეორე დღეს კი პოლიციამ მისი ტელეფონი გუდვილის ტერიტორიაზე, დიდი დიღომში იპოვა.
ნაცემია, მეტი ვერაფერი დაადგინეს, ნაცემი ყოფილა, გარეთ, ნანგრევებში იპოვეს. ჩანს ცელოფნით რომ მივიდაო, მერე იმ შენობაში იკარგება მერე კვალი. ძალიან იყო ნაცემიო, წელები სულ ჩამთხვლეული აქვსო. ტაქსის მძღოლი იყო. უთქვამს, ავალ ბინაში და დავიძინებო, მერე რომ გათენებულა სატაქსაოდ აღარ გამოჩენილა”, – ამბობს მეზობელი. [სტილი დაცულიია].
მთელმა სოფელმა სუდარა გადაიფარა მაგის გარდაცვალების გამო, რომ ასეთი მსვერპლი რატომ შეიქნა ეს ბიჭი. ძალიან თბილი და შრომისმოყვარე იყო”, – ამბობს ადგილობრივი.
ახალგაზრდა კაცის ცხედარი დიდ დიღომში პოლიციამ გუშინ იპოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო – ტვ პირველი

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე