არქივი20 დეკემბერი, 2024, 18:25
“სასიხარულო ამბავი მაქვს” – რას წერს აქციაზე პოლიციის ძალადობის შედეგად დაშავებული ალექსი თირქია

აქციაზე პოლიციის ძალადობის შედეგად დაშავებული ალექსი თირქია კლინიკიდან გაწერეს.
როგორც თირქია სოციალურ ქსელში წერს, მკურნალობას და რეაბილიტაციას გააგრძელებს.
მოგესალმებით მეგობრებო, სასიხარულო ამბავი მაქვს, გამომწერეს ინგოროყვას კლინიკიდან.
ვაგრძელებ მკურნალობას და რეაბილიტაციას, ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, პატივისცემისთვის და გვერდში დგომისთვის” – წერს თირქია.
ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა.b
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.