დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაშავებული კიდევ ერთი პირის სასამართლო პროცესს დაესწრებიან

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესაც მივიდნენ. ესტონეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიდერლანდებისა და დანიის საელჩოების წარმომადგენლები 30 ნოემბერს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და დაშავებული ბიზნესმენის, ავთანდილ კუჭავას სასამართლო პროცესს დაესწრებიან. მათ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ავთანდილ კუჭავას ადვოკატის, ტატა ჭანკვეტაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სავარაუდოდ, სპეცრაზმის თანამშრომლები ფიზიკურად დაკავებამდე გაუსწორდნენ. აღნიშნულის შედეგად მან ტვინის შერყევა, წინა მხრის ძვლის მოტეხილობა მიიღო. ჭანკვეტაძის განმარტებით, კუჭავას მიმართ ძალის გადამეტებას, ფიზიკური ძალადობის შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ადვოკატის თქმით, ცემის ეპიზოდი იმდენად მძიმე იყო, დაკავებულის იზოლატორში გადაყვანა ვერ მოხერხდა და ის პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ჭანკვეტაძის თქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს 2 კვირის თავზეც წოლითი რეჟიმი აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლოზე დასწრების შესაძლებლობას არ იძლევა, რის გამოც ის სხდომას დისტანციურად დაესწრება.
ცნობისთვის, ავთანდილ კუჭავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა