“სასამართლო სხდომაზე დასწრება მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევის მცდელობაა” – კობახიძის ახალი ბრალდება ელჩებს

“ოცნების” პრემიერს დიპლომატების სასამართლო პროცესებზე დასწრება არ მოსწონს და ამბობს, რომ “რეაქცია ექნებათ”. კობახიძე ელჩებს, რომლებიც სხვადასხვა დროს, პოლიტპატიმრების სასამართლო პროცესებს დაესწრნენ, ადანაშაულებს სასამართლო საქმიანობაში ჩარევაში და შემდგომ კი კონსტიტუციისა და ვენის კონვენციის დარღვევაშიც.
“კონკრეტული დიპლომატები, სამი ქვეყნის ელჩი თუ არ ვცდები, ესწრებოდა სასამართლო სხდომას რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლო საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში, ესეც არს როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა , ბუნებრივია გვექნება რეაქცია ამასთან დაკავშირებით” – ამბობს კობახიძე
ცნობისთვის, დღეს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება