ირაკლი კობახიძე – თქვენ ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები ესწრებოდნენ სასამართლოს სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში

ელჩს არ აქვს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება – ეს არის პირდაპირ ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, „რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ბათუმში გერმანიის ელჩის აქტივისტებთან შეხვედრას“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამი ქვეყნის ელჩი ესწრებოდა სასამართლო პროცესს ბათუმში, რაც საქართველოს მართლმსაჯულებაში უხეში ჩარევაა.
„მათ გაუჭირდებათ იმ თემებზე საჯაროდ საუბარი, რასაც ერთმანეთში განიხილავენ ერთი მარტივი მიზეზის გამო, ეს არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. დიპლომატს არავითარი უფლება არ აქვს ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
თქვენ ნახეთ, რომ კონკრეტული დიპლომატები, თუ არ ვცდები სამი ქვეყნის ელჩი, ესწრებოდა სასამართლოს სხდომას, რაც არის პირდაპირი უხეში ჩარევის მცდელობა სასამართლოს საქმიანობაში, მართლმსაჯულებაში. ესეც, რა თქმა უნდა, ვენის კონვენციის დარღვევაა და ასევე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. ჩვენ ბუნებრივია ყოველ ჯერზე უნდა გამოვხატოთ საკუთარი პრინციპული დამოკიდებულება ასეთ უხეშ აქტებზე. ელჩს არ აქვს შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩარევის უფლება და მით უმეტეს არ აქვს უფლება ჩაერიოს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში.
მე პირველ რიგში ვგულისხმობ საჯარო განცხადებებს და შეფასებას იმისა, რასაც ეს კონკრეტული ადამიანები აკეთებენ. ისინი უხეშად არღვევენ არა მარტო საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ზოგადად სამართლებრივ კონსტიტუციურ პრინციპებს, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია