ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლო გიგი უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დღეს იმსჯელებს

სასამართლო გიგი უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დღეს იმსჯელებს

ადმინისტრაციული წესით დაკავებული პოლიტიკოსის, გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომლის ჩატარების დროც ჯერ განსაზღვრული არ არის, უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა იმსჯელონ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ მისმა ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, ასევე სახალხო დამცველმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მოინახულა.
ადვოკატის თქმით, უგულავას მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.
ცნობისთვის, პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.