სასამართლოში გიორგი ქადაგიძისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ გიორგი ქადაგიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს ქადაგიძის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე იმსჯელებენ.
როგორც პროცესის დაწყებამდე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, „სასამართლო არის ფარსი“.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, რომ ამ დარბაზებში დღეს ასამართლებენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს, ექიმებს, არქიტექტორებს, ინჟინრებს, მასწავლებლებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, ამ ქვეყნის ახალგაზრდებს და საუკეთესო მომავალს, ვინც იბრძვის ჩვენი ევროპული მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის და მშვიდობისთვის. ეს არის კლასიკა ავტოკრატიული რეჟიმების და ეს რეჟიმიც ზუსტად ისე დასრულდება, როგორც ყველა ავტოკრატიული რეჟიმი და თან იმაზე სწრაფად ვიდრე ბევრს გვეგონა. ჩემი საქმე სხვებისგან არაფრით განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უწყვეტი კადრები, სადაც არანაირი დარღვევა არ ჩანს, რა თქმა უნდა, არანაირი მტკიცებულების გამოკვლევა არ ხდება ამ სასამართლოზე და ეს სასამართლო არის ფარსი. როცა ამ სისტემას დავასრულებთ სასამართლო უნდა გახდეს თავისუფალი“, – განაცხადა ქადაგიძემ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია